Sunday, November 15, 2015

9-ე დღე

გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.მოვისმინეთ და გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს. ყველას პრეზენტაცია იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო. განსაკუთრებით გამოვყოფდი ისტორიის მასწავლებლის ქ.მახარობლიძის პროექტს.
 ზოგადად კურსი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო რომელიც შემდგომ დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში. ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნინოს.

Friday, November 13, 2015

8-ე დღე

Add caption
   განვიხილეთ მეექვსე და მერვე მოდულები. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების   რესურსები, იმისათვის რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებმა თავი საჭიროდ იგრძნონ და მიაღწიონ წარმატებას პროექტზე მუშაობისას. ვისწავლეთ საქაღალდის ბლოგზე ატვირთვა და რეფლექსიაში სურათის ჩასმა.

Tuesday, November 10, 2015

7-ე დღე

 პროექტის გეგმა შევავსეთ დიფერენციალური სწავლებით. გავეცანით მეექვსე მოდულს. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება და წაშლა. შემდეგი დღისთვის უნდა გავაკეთოთ დამხმარე რესურსები.

Sunday, November 8, 2015

6-ე დღე

დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, გავაფორმეთ ანიმაციებით და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა, რომელიც შევუსაბამეთ ჩვენს თემას და გადავიტანეთ საქაღალდეში.

Saturday, November 7, 2015

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

5-ე დღე

დღეს ვისწავლეთ საავტორო უფლებების გამოყენება, რომელიც დაგვეხმარება ისე გამოვიყენოთ მასალები რომ არ დავარღვიოთ ავტორის უფლებები. ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაკეთება, რომელიც გვეხმარება წინასწარ გავთვალოთ მოსალოდნელი დაბრკოლებები პრეზენტაციის მუშაობისას.

Sunday, November 1, 2015

4-ე დღე

დღეს მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ჩვენი პროექტისათვის შევიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავეთ ჯგუფებში საკვანძო კითხვებთან დაკავშირებით. მოვახდინეთ შეფასების დაგეგმა და შეფასების შეჯამება.  
 შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო, რომელიც უნდა გადიოდეს ხუთ მიზანზე.. 

Saturday, October 31, 2015

3-ე დღე


დავასრულეთ მშობლის ბუკლეტი ,რის საშუალებითაც მოვახდენთ მშობლის დაინტერესებას პროექტებით სწავლებაში. დავიწყეთ მეორე მოდული, განვსაზღვრეთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები. ვისწავლეთ ბლოგზე სურათების განთავსება.

Sunday, October 25, 2015

2-ე დღე

გავეცანი პროექტის თემას დავიწყეთ შაბლონზე მუშაობა. ვნახეთ რომ 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები მნიშვნელოვანი და აუცილებელია თანამედროვე სწავლებისათვის. ჩვენი მიზანია რომ პროექტი სამ უნარ ჩვევაზე მაინც გადიოდეს მომეწონა ვიდეო გაკვეთილები რომელიც არის გზამკვლევი ნებისმიერი მასწავლებლისათვის. .

Saturday, October 24, 2015

პირველი დღე

ტრენინგი იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი. ვისწავლე პორტფოლიოს გაკეთება რომელიც აუცილებელია ჩემი მომავალი საქმიანობისათვის. გავხსენი ელ.ფოსტა და ვისწავლე წერილის გაგზავნა რომელიც დამეხმარება ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობაში.