Sunday, November 15, 2015

9-ე დღე

გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.მოვისმინეთ და გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს. ყველას პრეზენტაცია იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო. განსაკუთრებით გამოვყოფდი ისტორიის მასწავლებლის ქ.მახარობლიძის პროექტს.
 ზოგადად კურსი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო რომელიც შემდგომ დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში. ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნინოს.

Friday, November 13, 2015

8-ე დღე

Add caption
   განვიხილეთ მეექვსე და მერვე მოდულები. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების   რესურსები, იმისათვის რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებმა თავი საჭიროდ იგრძნონ და მიაღწიონ წარმატებას პროექტზე მუშაობისას. ვისწავლეთ საქაღალდის ბლოგზე ატვირთვა და რეფლექსიაში სურათის ჩასმა.

Tuesday, November 10, 2015

7-ე დღე

 პროექტის გეგმა შევავსეთ დიფერენციალური სწავლებით. გავეცანით მეექვსე მოდულს. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება და წაშლა. შემდეგი დღისთვის უნდა გავაკეთოთ დამხმარე რესურსები.

Sunday, November 8, 2015

6-ე დღე

დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, გავაფორმეთ ანიმაციებით და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა, რომელიც შევუსაბამეთ ჩვენს თემას და გადავიტანეთ საქაღალდეში.

Saturday, November 7, 2015

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

5-ე დღე

დღეს ვისწავლეთ საავტორო უფლებების გამოყენება, რომელიც დაგვეხმარება ისე გამოვიყენოთ მასალები რომ არ დავარღვიოთ ავტორის უფლებები. ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაკეთება, რომელიც გვეხმარება წინასწარ გავთვალოთ მოსალოდნელი დაბრკოლებები პრეზენტაციის მუშაობისას.